სიახლები

06-11-2022 ბარეთის ქიმიკოსები ფესტივალზე "ეს წალკაა"

ფესტივალის ორგანიზატორი იყო საქართველოს ფერმერთა ასოცოციაცია. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდების საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ბავშვების მიერ დახატული ნახატების გამოფენა-გაყიდვა. გაყიდული ნახატებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა. სიამაყით ავღნიშნავთ რომ ბარეთის საჯარო სკოლას ამ ფესტივალზე ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ხელნაკეთი ნაშრომები, რომლის შექმნაშიც ეხმარებოდა ნათია ღამბარაშვილი. ასევე მოსწავლეებმა ჩაატარეს მარტივი და სახალისო ექსპერიმენტები, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ მეცნიერება სახალისოა. ბარეთის პატარა ქიმიკოსი მოსწავლეები თავად იყვნენ ფასილიტატორები და გამოავლინეს გუნდურად მუშაობის უნარი. ფესტივალის სამზადისში მთელი სკოლა (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები) აქტიყრად იყო ჩართული.

ნანახია 479-ჯერ